ტოკიო 2020 - ნინო სალუქვაძე ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ნინო სალუქვაძე ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიო სპორტის ლეგენდამ ნინო სალუქვაძემ მონაწილეობა 25 მეტრი დისტანციიდან სროლის კვალიფიკაციაში მიიღო და საქართველოს დელეგაციის მედროშემ სამ სერიაში 291 (94;98;99) ქულა დააგროვა.

პირველი ეტაპის შემდეგ ნინო სალუქვაძე მე-7 ადგილზე იმყოფება და ხვალ გასამართი დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალში გასვლის შანს იტოვებს.

საკვალიფიკაციო ეტაპი ხვალ დასრულდება და 25 მეტრიან მიზანში სროლის ფინალური ბლოკიც ხვალვე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული სპორტსმენი 10 მეტრიან დიასტანციაზეც მონაწილეობდა და 31-ე ადგილი დაიკავა.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ცხელი ამბები