Aa
Aa

"საოცრად იბრძოლა" - IJF შავდათუაშვილზე წერს!

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილმა კიდევ ერთი ისტორია დაწერა.

ქართველმა ფალავანმა ფინალური შეხვედრა ონოსთან უმძიმეს ბრძოლაში დამატებით დროში დათმო და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი ,რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე ყველას სინჯის (ლონდონი 2012 - ოქრო; რიო 2016 - ბრინჯაო; ტოკიო 2020- ვერცხლი) მედალი აქვს.

ხსენებულ ფინალს IJF(ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია)გამოეხმაურა:

„ონომ ეს კიდევ ერთხელ გააკეთა! ძიუდოს ორ ჭეშმარიტ ლეგენდას შორის, ეპიკური ბრძოლის შემდეგ ონომ დამატებით დროში ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია და ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.

შავდათუაშვილმა საოცრად იბრძოლა და სახლში მესამე ოლიმპიური მედლით ბრუნდება. მას ახლა ყველა ხარისხის მედალი აქვს. ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო! ორივე ფინალისტს ვულოცავთ მომაჯადოვებელ ბრძოლას!“

შეგახსენებთ,რომ საქართველოს დლეეგაციის ანგარიშზე მეორე მედალია, პირველი მედალი (ვერცხლი) კი გუშინ ვაჟა მარგველაშვილმა 66 კილოში მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები