ტოკიო 2020 - შავდათუაშვილი ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - შავდათუაშვილი ნახევარფინალში გავიდა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში გავიდა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიის მეოტხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა კანადელი არტურ მარგელიდონი იპონით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე სამხრეთ კორეელ ჩანგრიმ ანს დაუპირისპრიდება.

ტოკიოს ტატამზე ლაშამ პირველი წრე გამოტოვა და მეორეში ფრანგ გილერმე კაენს მოუგო.

მერვედფინალში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ჯიბუტელ ადენ ალექსანდრ ჰუსეინის აჯობა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე გაგრძელდება, სადაც რეპეშაჟში მონაწილეობას ეთერ ლიპარტელიანი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები