ორი
Aa
Aa

ორი "ოქროს ბაბუა" - IJF-მა შავდათუაშვილს და რინერს სტატია მიუძღვნა

ტოკიოს ოლიმპიადა ახლოვდება. ამ გრანდიოზულ მოვლენას მთელი მსოფლიო ელოდება. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ძიუდოც გახლავთ და ამასთან დაკავშირებით IJF-მა ორ ლეგენდარულ სპორტსმენს, ლაშა შავდათუაშვილს და ტედი რინერს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

გამოცდილებას ყველამ პატივი უნდა სცეს, რადგან ძიუდოს საზოგადოება სასწავლო სკოლაა, თუმცა, როდესაც ამ გამოცდილებას ტედი რინერის და ლაშა შავდათუაშვილის სახე აქვს, ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის ეს შესაძლოა გამაღიზიანებელი იყოს. შეიძლება ითქვას, რომ მათი ეს განწყობა ნორმალურიც არის. ტოკიოს ოლიმპიადაზე სასწავლებლად არავინ მიდის. პირიქით, იქ ყველას გამარჯვება უნდა და ყველამ იცის, რომ ეს სახუმარო არ არის.

„90 წუთი „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე საკმაოდ გრძელია.“ ეს ფრაზა 80-იან წლებში გახდა ცნობილი. ტატამზე პირველი 4 წუთი რინერის წინააღმდეგ, მისი ოპონენტებისთვის უმეტეს შემთხვევაში საშინელებაა. პირველი კონტაქტი, რომელიც თვალებით მყარდება, ფრანგი ძიუდოისტის მოწინააღმდეგეს იმ წამსვე აშინებს. დაახლოებით 2-მეტრიანი და 130-კილოიანი ფალავანი დგება შენს წინააღმდეგ.

ტედი თავის მეოთხე ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას და ზედიზედ მესამე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. 2008 წელს მან ბრინჯაოს მედალი აიღო და ყველაფერი 2012 წლიდან იწყება, სადაც ფრანგი ფალავანი ლონდონში ოქროს დაეუფლა. ამის შემდეგ იწყება რინერის აღზევება.

მისი ტიტულების მიღმა, ჩამოყალიბდა გარკვეული კატეგორიის სტილი, რომელიც რინერზე დაყრდნობით განვითარდა და არა პირიქით. ბოლო 10 წლის განმავლობაში ტედის წინააღმდეგ მხოლოდ ორმა ტაქტიკამ იმუშავა. ლეგენდარული ფრანგი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.

რინერმა 2016 წელს ოქროს მედალი რიოში შეინარჩუნა. დანარჩენი ყველაფერი ცნობილია, კორონავირუსის გამო მიღებული დასვენება, გამოჩენა დოჰაში და კვლავ დიდებული გამარჯვება. მისი ყოველდღიური ადგილსამყოფელი და სავარჯიშო პროცესები ყველასათვის უცნობია. ცნობილი ის გახლავთ, რომ ტედის ტოკიოში ხილვა სხვა მძიმე წონოსან ძიუდოისტებს არ სურთ. მიზეზი ნათელია - შიში ვერგამარჯვების. რინერი ტოკიოში განთესილთა სიაში არ არის, მაგრამ ეს მას არ აინტერესებს. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ კვალიფიკაცია იყო.

წარმოიდგინეთ, ოლიმპიადას 5 წელი ელოდები და შესაძლოა პირველივე წრეში რინერს გადაეყარო. ეს სხვა ძიუდოისტებისთვის სასიამოვნო ამბავი ნამდვილად არ გახლავთ. სხვებიც, რომლებიც ფრანგს აირიდებენ მშვიდად იქნებიან, თუმცა ოლიმპიური ოქროს მოპოვება საუკეთესოს დამარცხების გარეშე წარმოუდგენელია. ასე, რომ ვისაც გამარჯვება სურს, ტედი აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

არსებობს კიდევ ერთი გამორჩეული ძიუდოისტი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ერთია, როდესაც ოლიმპიადაზე მესამედ ან მეოთხედ ასპარეზობ და მეორეა, თუ როგორ და რა ხარისხით ასპარეზობ.

საუბარი ლაშა შავდათუაშვილზეა. ქართველი ფალავანი ტედი რინერს 2012 წლის ოლიმპიადიდან იცნობს. არ ვიცით, მათ ერთმანეთს უთხრეს თუ არა რამე, მაგრამ შავდათუაშვილმა თავის წონაში ოქროს მედალი აიღო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ლაშა ტოკიოში სხვა თაობის წარმომადგენელია, რომელიც რაკეტასავით შემოიჭრა. ივნისში ჩატარებულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, შავდათუაშვილმა თავისი უკანასკნელი ტიტული მოიპოვა. ლაშა თავის ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტია. მას ახლა უფრო რთული მისია აკისრია, რადგან 73 კგ კატეგორიის ტიტულს ბოლო 5 წლის განმავლობაში იაპონელი ონო შოჰეი ფლობს. იაპონელი ყველას აღაფრთოვანებს, რადგან მას დიდი ხანია არ წაუგია. აქ არის ერთი „მაგრამ“ - რინერის მსგავსად, ონოც 2020 წლის მარტის შემდეგ გაქრა. როგორც ცნობილია, არც შოჰეი იქნება განთესილი, თუმცა 73 კგ კატეგორიაში ბევრად მეტი სანერვიულოა, რადგან აქ საქმეში ლაშა შავდათუაშვილი ერთვება. ქართველი ძიუდოისტი განთესილებში მეორეა და ყველამ კარგად ნახა, თუ როგორ მოემზადა ოლიმპიადისთვის.

სამი ოლიმპიური ციკლი შესანიშნავი სასწავლო მასალაა თუ ყურადღებას მიაქცევთ. რინერმა კარგად იცის, რომ მას ყველა ელოდება. შავდათუაშვილმა კი იცის, რომ ოლიმპიური მედლის მოგებაა შესაძლებელი. ორივე მათგანი 2012 წლის ოლიმპიადის ბოლო გადმონაშთია. ორი „ოქროს ბაბუა“, რომლებსაც საჭირო გამოცდილება აქვთ. ყველა ჩამოთვლილი მიზეზის გამო, გამოცდილებას პატივი უნდა ვცეთ, მითუმეტეს, როდესაც ამ გამოცდილებას შავდათუაშვილის და რინერის სახე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები