Aa
Aa

"კვერკველია წარსულით ცხოვრობს" - ხაცკევიჩმა ქართველებზე ისაუბრა

რუსეთის პრემიერლიგა ქართველების „როტორმა“ დატოვა.  რუსული მედია კი ვოლგოგრადული კლუბის ექს მთავარ მწვრთნელს ალექსანდრ ხაცკევიჩს გაესაუბრა.

ვრცელ ინტერვიუში ბელარუსმა სპეციალისტმა კვერკველიას აგენტ მამუკა ჯუღელთან კონფლიქტზე და სხვა ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

როგორ შევაფასებდი „როროტის“ გავარდნას? მართალი გითხრათ გული დამწყდა იმ სამუშაოებზე რაც მე და ჩემმა თანაშემწეებმა ჩავატარეთ. მაგრამ იყვნენ ადამიანები,რომლებიც კლუბის ინტერესი არ აინტერესებდათ და მხოლოდ თავიანთი ფეხბურთელების ბედი აღელვებდათ. მაგალითად მამუკა ჯუღელი,რომელსაც ვერ ავუხსენი თუ რატომ არ ვათამაშებდი კვერკველიას. ვფიქრობ,რომ საფეხბურთო აგენტები მსგავსად არ უნდა ერეოდნენ კლუბის განვითარებაში. მაგრამ მას აღმოაჩნდა ახლობლები რეგიონის სპორტის მინისტრთან. ეს ყველაფერი უკვე წარსულია.რაც შეეხება დავითაშვილს ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მას შეულია თამაშის გამწვავება. ვფიქრობ ბევრ მომენტში ზურიკოს არ გაუმართლა,თორე ის „როტორს“ უფრო ბევრ ქულას მოუტანდა. ფორმაში მყოფი ყიფიანიც კარგი ფეხბურთელია. სამწუხაროა რო კვერკველია ცხოვრობს წარსულით და მას გონია ისევ ისეთ კარგ ფეხბურთს თამაშობს,როგორც ადრე.პროფესიონალი წარსულით არ ცხოვრობს. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ სტატისტიკა და ნახავთ რამდენ შეცდომას უშვებდა სოლომონი ბოლო პერიოდში. ჯანო ძალიან კრეატიული ფეხბურთელია. სამწუხაროა,რომ მას 2 წელზე მეტი გაუცდა,რამაც მის სათამაშო ფორმაზე ნამდვილად იმოქმედა.“ - განაცხადა ხაცკევიჩმა

შეგახსენებთ,რომ ბელარუსი სპეციალისტი „როტორში“ 2019 წლის 20 დეკემბერს დაინიშნა და თანამდებობიდან 2021 წლის 19 მარტს გაანთავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები