შესაძლოა რონალდუ-იოზილის დუეტი ისევ ვიხილოთ
Aa
Aa

შესაძლოა რონალდუ-იოზილის დუეტი ისევ ვიხილოთ

Tuttosport-ის ინფორმაციით, მესუთ იოზილსა და ტურინის „იუვენტუსს“ შორის კონტაქტი შედგა.

იოზილს მიმდინარე სეზონში „არსენალის“ რიგებში საერთოდ აღარ ათამაშებენ. გერმანელი გამთამაშებელი არც პრემიერლიგის და არც ევროპა ლიგის განაცხადში არ არის შეყვანილი.

იოზილს „არსენალთან“ არსებული კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა შესაძლოა გერმანელი „იუვენტუსში“ იანვარშიც აღმოჩნდეს.

პირლო ნახევარდაცვის გაძლიერებაზე უარს არ იტყვის, რონალდუს კი იოზილთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. პორტუგალიელი „რეალში“ მას მოედანზე ყველაზე კარგად უგებდა. წყაროს ცნობით, შესაძლოა ამ ფაქტმა ტრანსფერი დააჩქაროს და შეთანხმება იანვარში შედგეს.

2013 წელს, როცა „რეალმა“ იოზილი „არსენალში“ გაუშვა, რონალდუმ კლუბის ამ გადაწყვეტილებას სულელური უწოდა და ეს საჯაროდ განაცხადა.

3 სეზონის განმავლობაში, როცა იოზილი და რონალდუ „რეალში“ მხარდამხარ თამაშობდნენ, გერმანელმა მას 27 საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები