შუმახერი ფორმულა 1-ში - მიკმა ჰაასთან კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

შუმახერი ფორმულა 1-ში - მიკმა ჰაასთან კონტრაქტი გააფორმა

მიკ შუმახერი, რომელიც ამჟამად ფორმულა 2-ში გამოდის, კარიერას ფორმულა 1-ში გააგრძელებს. ლეგენდარული გერმანელი პილოტის, მიხაელ შუმახერის შვილმა კონტრაქტი „ჰაასთან“ გააფორმა და 2021 წელს სწორედ ამ საჯინიბოს ბოლიდს ჩაიბარებს.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეოდა. ჰაასის ფორმულა 1-ის გუნდში ასპარეზობა საოცარი შეგრძნებაა და უბედნიერესი ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარს მიჭერდა“, - დაწერა მიკ შუმახერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, გერმანელი პილოტი ფორმულა 2-ის მიმდინარე ჩათვლას ლიდერობს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო სეზონში მისი თანაგუნდელი ნიკიტა მაზეპინი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები