გვარდიოლა:
Aa
Aa

გვარდიოლა: "ბიელსა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ჭეშმარიტი მწვრთნელია"

პეპ გვარდიოლამ მარსელო ბიელსას შესახებ ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ბიელსა არის ადამიანი, რომლითაც ყველაზე მეტად ვარ აღფრთოვანებული, როგორც ფეხბურთში, ასევე პიროვნულადაც.

ვფიქრობ, ბიელსა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ჭეშმარიტი მწვრთნელია. თუ, როგორ ხელმძღვანელობს ის თავის გუნდს - ეს უნიკალურია.

მისი კოპირება არავის შეუძლია, ეს გამორიცხულია, განსაკუთრებით ის, თუ როგორ იქცევა მოედანს მიღმა, მისი ურთიერთობა პრესასთან.

გამიმართლა, რომ მასთან შეხვედრა შევძელი. ახლა ამის საშუალება მაქვს, რადგან ისიც ინგლისში მუშაობს.

მწვრთნელის მნიშვნელობა ტიტულებით არ იზომება. მე მასზე მეტი მოვიგე, თუმცა თამაშის გაგების თვალსაზრისით ბიელსას კვლავ ჩამოვრჩები. სასიამოვნო საყურებელია, თუ როგორ მართავს ის გუნდს. როგორი გულწრფელები არიან, როგორ ცდილობენ შეუტიონ და ქომაგებისთვის მუდამ კარგი ფეხბურთის თამაშს ცდილობენ“.

„ლიდსის“ აღზევების შემდეგ, პრემიერლიგას ბიელსას სახით მორიგი უმაღლესი დონის სპეციალისტი შეემატა და ისედაც დაძაბული, კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები