უცნაური გადაწყვეტილება - შურლემ საფეხბურთო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა
Aa
Aa

უცნაური გადაწყვეტილება - შურლემ საფეხბურთო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ანდრე შურლემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

29 წლის სპორტსმენმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

View this post on Instagram

Hallo zusammen, Ich möchte euch mitteilen, dass ich meine aktive Karriere beende! ????Im Namen von mir und meiner Familie will ich danke sagen, an alle, die ein Teil dieser phenomenalen Jahre waren! Eure Unterstützung hat das alles möglich gemacht!! Ich freue mich auf neue Herausforderungen und kann es kaum erwarten dieses neue Kapitel zu beginnen ???????????? Euer André Hi all, I want to let you know that I’m stepping away from playing professional football !! On behalf of myself and my family I want to thank everybody who was a part of these phenomenal years! The support and love you shared with me was unbelievable and more I could have ever asked for! Now I’m ready and open for all the beautiful possibilities that are coming towards me ???? André

A post shared by Andre Schürrle (@andreschuerrle) on Jul 17, 2020 at 5:23am PDT

გამარჯობა ყველას. მსურს გაცნობოთ, რომ აქტიურ სპორტულ კარიერას ვწყვეტ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ეს წლების განმავლობაში მაძლიერებდა.ახლა წინ ახალი გამოწვევები და ახალი ცხოვრება მელოდება, რომელსაც მოუთმენლად ველოდები.“- წერს შურლე

შეგახსენებთ,რომ შურლემ გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში არგენტინასთან დაპირისპირებაში მარიო გიოტცემ საჩემპიონო გოლი შურლეს გადაცემის შემდეგ გაიტანა.

კარიერის განმავლობაში ანდრემ “მაინცში“,“ლევერკუზენში“,“ჩელსისი“,“ვოლსბურგში“,დორტმუნდში“,“ფულემსა“ და „სპარტაკში“ იასპარეზა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები