Aa
Aa

"კოკაინის ხაზები, მარიხუანის მწეველები..., - ჯორდანი წინასასეზონო წვეულებას იხსენებს

ორშაბათს, ინტერნეტსივრცეში ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის შესახებ გადაღებული დოკუმეტური ფილმის The Last Dance-ს პირველი ორი ნაწილი გამოქვეყნდა, სადაც „ემჯეი“ ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, რომელშიც წვეულებები, კოკაინი და მოსაწევი ფიგურირებს.

წინასასეზონო წვეულემა გვქონდა. ოტელში ვიყავი, ჩემი თანაგუნდელების მოძებნას ვცდილობდი. მათ კარებზე ვაკაკუნებდი, ამ დროს ვიღაცის ხმა შემომესმა - „ჩუმად, გარეთ ვიღაც არის“, - შემდეგ სიღრმიდან ხმა მესმის - „რომელი ხარ?“, - ვუპასუხე, მე ვიყავი „ემჯეი“. შემდეგ შევედი და ისეთი რამ ვნახე, რაც არასდროს მენახა. ერთ მხარეს კოკაინის ხაზები, მეორე მხარეს მარიხუანის მწეველები, ასევე ქალები... პირველი რაც ვთქვი იყო ის, რომ - „მე გავდივარ“. ამის შემდეგ, გუნდში თავს ცოტათი გარიყულად, მარტოსულად ვგრძნობდი“.

ჯორდანი ნარკოტიკების წინააღმდეგია და ამბობს, რომ ის არასდროს გაუსინჯავს, მისი თქმით, ერთადერთი რასაც სახლში აკეთებდა იყო კარტის თამაში და ფილმების ყურება.

„კლუბებში არ დავდიოდი, არც მოსაწევს მოვიხმარდი, არც კოკაინს. იმ დროს არც სასმელს ვსვამდი. უბრალოდ ცოტა დასვენება და კალათბურთის კარგად თამაში მინდოდა. სახლში ძირითადად კარტის თამაშითა და ტელევიზორის ყურებით ვკავდებოდი“.

მაიკლის ყოფილი თანაგუნდელი როდ ჰიგინსი იხსენებს:

„რა ტიპის დასვენება და საღამოც არ უნდა მოგვეწყო, მაიკლი მასში მონაწილეობას არ იღებდა. ფორთოხლის წვენი 7-Up იყო მისი სასმელი“.

მაიკლის სავარჯიშო და სამუშაო ეთიკა ყოველთვის სამაგალითო იყო. ცნობილია და ლეგენდარულად მოიხსენიება მისი წინასასეზონო სამზადისი ზაფხულში 1995-96 წლების სეზონის წინ, როცა შემდგომში „ბულსმა“ რეგულარულ სეზონში სარეკორდო მაჩვენებელი 72-10-ზე დააფიქსირა და სეზონის MVP-იც გახდა.

მაიკლი ამბობს, რომ ხალხი ფილმის ნახვის შემდეგ, მასზე აზრს შეიცვლის:

''როცა ხალხი ფილმს იხილავს, შესაძლოა ვერ მიხვდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას რატომ ვიღებ. მათ გარკვეული მომენტები არ მოეწონებათ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი გადაწყვეტილებების საფუძველს გაიაზრებენ. ხალხი იფიქრებს, რომ საშინელი პიროვნება ვარ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები