ფერერო: ''ვაქცინისთვის ზღვის გოჭი ვიქნები, თუ ფეხბურთი დაბრუნდება''
Aa
Aa

ფერერო: ''ვაქცინისთვის ზღვის გოჭი ვიქნები, თუ ფეხბურთი დაბრუნდება''

კორონავირუსის პანდემიის პირობებში გენუის ''სამპდორიას'' პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ ექსტრაორდინარული განცხადება გააკეთა: ''მე ვიქნები ზღვის გოჭი კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებისთვის თუ ჩვენ ისევ შევძლებთ ფეხბურთის თამაშს.''

იტალიაში სერია ა-ს განახლებას 30 მაისიდან გეგმავენ და მატჩები რამდენიმე თვის განმავლობაში უმაყურებლოდ ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე რეალური ვერსიაა, ოფიციალურად გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ფერერო TMW Radio-ს ესაუბრა.

''ვაქცინის ავტორთა და ექიმთა სურვილის შემთხვევაში მე ვიქნები ზღვის გოჭი ვაქცინისთვის თუ ფეხბურთის თამაშს ისევ შევძლებთ.

დემაგოგიაა, როცა ახლა ცხოვრების ჩვეული წესების დაბრუნებაზე საუბრობენ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავამარცხოთ პანდემია, დღეს ეს არის მთავარი.''

ფერერო არ ეთანხმება იდეას, რომლის მიხედვით მატჩები უმაყურებლოდ უნდა ჩატარდეს, ხოლო სავარჯიშო პროცესის მიმდინარეობისას ფეხბურთელებმა დისტანცია უნდა დაიცვან.

''ეს როგორ წარმოგიდგენიათ? ფეხბურთელები დარბიან და მათ შორის მანძილი 4 მეტრია, ხოლო მწვრთნელი აივნიდან მეგაფონით ყვირის? ეს სიგიჟეა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები