ლენოქს ლუისი:
Aa
Aa

ლენოქს ლუისი: "ჩემი ყველაზე რთული მეტოქე ჰოლიფილდი იყო"

ლეგენდარულმა ლენოქს ლუისმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კარიერის მანძილზე ყველაზე ძლიერი მეტოქე ვის წინააღმდეგაც რინგზე გასულა ევანდერ ჰოლიფილდი იყო.

ლუისმა არა ტაისონი, ან კლიჩკო, არამედ ჰოლიფილდი დაასახელა და ახსნა კიდეც, თუ რატომ:

„ხალხი გაკვირვებული რჩება, როდესაც ჰოლიფილდს ვასახელებ. დიახ, ჩემი ყევლაზე რთული ბრძოლა რეი მერსერის წინააღმდეგ მქონდა, თუმცა ყველაზე რთული მეტოქე ჰოლიფილდი გახლდათ.

ჩემს მსგავსად ჰოლიფილდს ვრცელი სამოყვარულო კარიერა გვქონდა, რომელიც მას მთელი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ეხმარებოდა. მან კრივი 8 წლის ასაკში დაიწყო და 1984 წელს ოლიმპიური ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ლუისი ჰოლიფილდის წინააღმდეგ

სანამ ის სუპერმძიმე წონით კატეგორიის დივიზიონში გადავიდოდა, ის იყო კაცი, რომელმაც მძიმე წონითი კატეგორია გაასუფთავა, რომ ულაპარაკო ჩემპიონი გამხდარიყო, შესაძლოა საუკეთესოც კი მის წონით კატეგორიაში.

როდესაც ევანდერის სამოყვარულო და პროფესიონალურ გამოცდილებას გააერთიანებთ, თქვენთვის რთული დასანახი ნამდვილად არ იქნება, თუ რამდენს მიაღწია მან რინგზე.

ჩვენს ორ დაპირისპირებაში შესაძლოა მე ის ცოტათი გავაღიზიანე. მან იცის, რომ მე ორივე ბრძოლა მოვიგე, თუმცა ამას არ აღიარებს. მთელი სერიოზულობით, ის ერთადერთი მოკრივეა, რომელიც მე 24 რაუნდის განმავლობაში მებრძოდა.

მე არ შემიძლია შესაბამისად გადმოვცე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოყვარულო დონეზე მიღებული გამოცდილება. ამ გამოცდილებამ მე და ევანდერი ჩვენი კარიერის მწვერვალამდე მიგვიყვანა. სპორტში, რომელშიც არანაირი გარანტია არ არსებობს და ერთმა შეცდომამ შესაძლოა დაგღუპოს, ყველა შანსის გამოყენება აუცილებელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები