რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ორშაბათისთვის
Aa
Aa

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ორშაბათისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

Counter-Strike

ESL Pro League-ში მეორე რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა, დღეიდან კი უკვე გუნდები მე-2 შეხვედრებს გამართავენ. ქრონოლოგიურად მივყვეთ:

დღის პირველი მატჩი Astralis-ისა და Fnatic-ს შორის შედგება. ამ უკანასკნელმა პირველ ტურში მოიგო და 3 ქულითაა, ხოლო Astralis-ი NaVi-სთან 1:2 დამარცხდა. ორივე სოლიდური, ტიტულოვანი და სუპერგამოცდილი გუნდია, მათი ურთიერთშეხვედრები სათავეს 2016 წლიდან იღებს - Astralis-ი 29:12-ს იგებს. უფრო საინტერესოა ბოლო 15 ურთიერთდაპირისპირების ანგარიში - 14:1 (!!!). ბოლო 5 თამაშში კი Fnatic-ის საერთოდ რუკაც არ მოუგია. Astralis-ი ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია და NaVi-სთან წაგებამდე 4-მატჩიანი მოგებათა სერიაც ჰქონდა, Fnatic-იც კარგ სვლაზეა და უძლიერესი გუნდია, თუმცა ბოლოდროინდელი ურთიერთშეხვედრები გვიჩვენებს, რომ მას Astralis-ისთან თამაში ძალიან უჭირს. ასე რომ, Astralis-ი, რომელიც პირველი ტურის შემდეგ უქულოდაა, დღევანდელი მატჩის ლოგიკური და სამართლიანი ფავორიტია.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს უკვე NaVi და OG დაუპირისპირდებიან. როგორც ვთქვით, NaVi-მ პირველ ტურში Astralis-ის აჯობა, ხოლო OG ჯგუფის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ mousesports-ისთან დამარცხდა. NaVi-მ სეზონი უპრესტიჟულესი ტურნირის მოგებით დაიწყო, რაც მისთვის ისტორიაში მერვე ტიტული გახლდათ. უკრაინულ-რუსული გუნდი, მართლაც, უძლიერესია და უმაღლესი დონის კლუბებს შორის თამამად უნდა დავასახელოთ. რაც შეეხება OG-ის, მისთვის 2020 წელი ამ დონეზე სადებიუტოა და გუნდის ESL Pro League-ს ფინალური ეტაპის მე-2 რაუნდში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა. 2 თებერვალს, ამ მეტოქეებს შორის პირველი და ამ დრომდე ერთადერთი ურთიერთშეხვედრა შედგა, რომელიც NaVi-მ მშრალად - 2:0 მოიგო.

დღის ყველაზე საინტერესო აფიშა FaZe Clan-ისა და mousesports-ის მატჩშია - ორი წარმატებული და ტიტულოვანი გუნდი ერთმანეთის პირისპირ! FaZe Clan-იმ პირველი ტურის მატჩი Fnatic-ისთან დათმო, აი mousesports-მა კი OG-ი დაამარცხა და ლიდერთა შორისაა. საგულისხმოა ბოლოდროინდელი 8 ურთიერთშეხვედრის სტატისტიკა - 7:1 mousesports-ის სასარგებლოდ. ვერ ვიტყვით, რომ ბოლო პერიოდში რომელიმე გუნდი განსაკუთრებულ ფორმაშია, სამაგიეროდ, კონკრეტულ მატჩში შედეგზე თამაში, კლასისა და გამოცდილების წყალობით, ორივე მათგანს ბრწყინვალედ შეუძლია. FaZe Clan-ს კიდევ ერთი წარუმატებლობა საქმეს ძალიან გაურთულებს, mousesports-ი კი შედარებით თავისუფლად ითამაშებს და მორიგი უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე

დარტსი

Modus Icons of Darts 2020 Live League-ს ეგიდით დღეს 10 მატჩია ჩანიშნული, შეხვედრები ცალ-ცალკე, ნახევარ-ნახევარი საათის ინტერვალით დაიწყება.

მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეები ერთმანეთის წინააღმდეგ იასპარეზებენ, რასაც მეტწილად საგამოფენო ხასიათი ექნება. მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების ხილვა Crystalbet-ის ვებგვერდზე სრულიად უფასოდ შეგვეძლება.

დადე ფსონი დარტსზე

მაგიდის ჩოგბურთი

რუსეთში, უკრაინასა და ჩეხეთში შიდა ტურნირები გრძელდება. დღეს 180-მდე მატჩია დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ყველა ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

ცხელი ამბები