კორონავირუსი -
Aa
Aa

კორონავირუსი - "ჰარუ ბაშო" მაყურებელთა გარეშე ჩატარდება

10 მარტს ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირი „ჰარუ ბაშო“ უნდა დაიწყოს, რომელიც როგორც დღეს გახდა ცნობილი მაყურებელთა გარეშე ჩაივლის.

სუმოს ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელების დიდი რისკიდან გამომდინარე ორთაბრძოლები მაყურებელთა გარეშე ჩაივლის.

სეკიტორებს მთელი ტურნირის განმავლობაში შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდებათ და დოჰიოზე სწორედ ამის შემდეგ გავლენ.

ვინც უკვე ბრძოლებზე დასასწრები ბილეთები შეიძინა, მათ სავარაუდოდ თანხა დაუბრუნდებათ. ასოციაციაში ამის შესახებაც საუბრობენ. მათი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ყველაფერი გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ახალი ბაძუკეს გამოქვეყნების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე დაქვეითებას ვერ გადაურჩა. ტოჩინოშინი ოსაკას სუპერტურნირზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოვა. ლევანისთვის ეს კარგი პოზიციაა. თუ მან ტრავმები მოიშუშა და ფორმაში ჩადგომა მოასწრო, სასურველი შედეგის დაფიქსირების კარგი შანსი ექნება.

მეორე ქართველს რაც შეეხება, გაგამარუ მაკუშიტას დივიზიონში 35 საფეხურით დააქვეითეს. ჯუღელი ბოლო ბაშოს ტრავმის გამო, ნაადრევად ჩაეხსნა და ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა. ახალი ბანძუკეს მიხედვით, კი „გაგას“ მაკუშიტაში 44-ე პოზიცია უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები