ოფიციალურად: ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის დაპირისპირება დაანონსდა!
Aa
Aa

ოფიციალურად: ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის დაპირისპირება დაანონსდა!

უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ შერეული ორთაბრძოლების მილიონობით გულშემატკივარი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლას იხილავს! ნანატრ ჯახს 18 აპრილს ბრუკლინში Barclays Center-ში UFC 249-ზე ვიხილავთ.

ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრეც ვრცელდებოდა და ყველამ იცოდა, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, თუმცა ამჯერად ყველაფერმა ოფიციალური სახე მიიღო.

ორივე მებრძოლი 2020 წლის 18 აპრილს ბრწყინვალე ფორმაში და შედეგებით ხვდება. ნურმაგომედოვსაც და ფერგიუსონსაც ბოლო 12 ბრძოლა მოგებული აქვთ და მე-13 რომელიმე მათგანისთვის ცუდად დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ეს ტონი ფერიგიუსონისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირების მე-5 მცდელობა გახლავთ და როგორც იქნა შეთანხმება შედგა. აქამდე ბრძოლები 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში უნდა გვეხილა, თუმცა რიგ მიზეზთა გამო მებრძოლები უარს აცხადებდნენ.

ცხელი ამბები