მოკრივე, რომელმაც 1978 წელს მუჰამედ ალი დაამარცხა სიკვდილს ებრძვის
Aa
Aa

მოკრივე, რომელმაც 1978 წელს მუჰამედ ალი დაამარცხა სიკვდილს ებრძვის

ლეგენდარულ მოკრივეს და ოლიმპიური ოქროს მფლობელს, ლეონ სფინქსს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ამერიკული გამოცემა TMZ-ის ცნობით სფინქსი ლას-ვეგასში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

TMZ-ის ინფორმაციას სფინქსის მეუღლის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტიც ადასტურებს, რომელშიც ვკითხულობთ.

„ძვირფასო მეგობრებო, ვიცი დიდი დრო გავიდა, მაგრამ მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ ლოცვის ძალის მჯერა. ეს წელი ჩვენთვის ძალიან რთული იყო. ლეონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. მე მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი მეუღლისთვის ილოცოთ, რათა მან დაბრკოლებები გადალახოს“.

შეგახსენებთ, რომ სფინქსმა 1978 წელს მძიმე წონის დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია გამოაცხო და მუჰამედ ალი დაამარცხა. ლეგენდარულ მოკრივესთან ჯახი ლეონისთვის პროფესიონალურ კარიერაში მერვე დაპირისპირება გახლდათ.

ალისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იგი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა იმავე წელს ლეგენდარულმა ალიმ რევანში აიღო და საჩემპიონო ქამრები დაიბრუნა. სფინქსმა კარიერა 1995 წელს დაასრულა და მის ანგარიშზე 26 მოგება და 17 მარცხია.

ცხელი ამბები