ცხოვრებაძის 5 გოლი საფრანგეთის თასზე
Aa
Aa

ცხოვრებაძის 5 გოლი საფრანგეთის თასზე

საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედფინალში მონპელიემ სტუმრადანესიანგარიშით 35-26 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ კი 5 გოლი გაიტანა.

ეს იყო ცხოვრებაძის ყველაზე შედეგიანი მატჩი მონპელიეს ძირითად გუნდში. აქამდე მან საფრანგეთის სტარლიგაში 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა, რამდენჯერმე კი ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა. მწვრთნელი პატრის კანაიე ნელ-ნელა აჩვევს 18 წლის ჭაბუკს ძირითად შემადგენლობას.

ყველაზე მეტი გოლი გამთამაშებელმა კილიან ვილმინომ გაიტანა (7), ექვსჯერ გამოიჩინა თავი მარცხენა გარემარბმა იუგო დესკამ.

საშობაო არდადაგებამდე კლუბს საფრანგეთის ჩემპიონატში ორი მატჩი აქვს სათამაშო.

11 დეკემბერს მონპელიე ტულუზს ესტუმრება, ხოლო 19 დეკემბერს ნანტს უმასპინძლებს.

სააფრანგეთის სტარლიგას 22 ქულით პარი სენ ჟერმენი ლიდერობს.

16-16 ქულით ლიდერს კვალში უდგანან და ჩემპიონთა ლიგის მეორე საგზურისთვის იბრძვიან ნიმი, ტულუზი, მონპელიე და ნანტი.

ცხელი ამბები