''თავისუფლება ვაჟა ექიმს'' - სპორტული სამყარო გატაცებული ექიმის გარშემო გაერთიანდა
Aa
Aa

''თავისუფლება ვაჟა ექიმს'' - სპორტული სამყარო გატაცებული ექიმის გარშემო გაერთიანდა

ცხინვალში უკანანოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო. სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი ''თავისუფლება ვაჟა ექიმს.''

კამპანიაში ქართველი სპორტსმენები ჩაერთვნენ. ლევან მჭედლიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია, სოსო მათიაშვილი, დავით კაჭარავა, გიორგი თხილაიშვილი, გურამ კაშია და დუდა სანაძე ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმს თანადგომას უცხადებენ. ასევე, მათ შორისაა ცნობილი ქართველი კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე.


 

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 13 დღეა ცხინვალის ციხეშია დაკავებული. მას თვითაღიარებული რესპუბლიკის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოთხოვნას ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი შეუერთდა. კამპანიაში არაერთი ცნობილი სახე ჩაერთო. სპორტსმენების გარდა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მსახიობები, მომღერლები და სხვა დარგის წარმომადგენლები მოითხოვენ.

ცხელი ამბები