''მუდამ გვემახსოვრები და მოგვენატრები'' - შოკისმომგვრელი გარდაცვალება რინგზე
Aa
Aa

''მუდამ გვემახსოვრები და მოგვენატრები'' - შოკისმომგვრელი გარდაცვალება რინგზე

27 წლის ავსტრალიელი მოკრივე დუაიტ რიჩი რინგზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ავსტრალიური მედია ავრცელებს. რიჩი  ჯეფ ჰორნთან საპასუხო ბრძოლისთვის ემზადებოდა, მელბურნის ერთ-ერთ დარბაზში იმყოფებოდა და მისი მეტოქე მაიკლ ზერაფა იყო. ზერაფასთან სპარინგ შეხვედრისას ავსტრალიელმა მოკრივემ გონება დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის სპორტსმენს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დუაიტ რიჩის შესახებ მისმა პრომოუტერმა ჯეიკ ელისმა ისაუბრა, რომელიც ტრაგედიით შეძრული იყო:''გარდა იმისა, რომ მე მისი პრომოუტერი ვიყავი, ჩვენ მეგობრობა გვაკავშირებდა. ჩემთვის გაუგებარია რა მოხდა. ავსტრალიელთა შორის ის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი იყო, მას დიდი მომავალი ჰქონდა. შოკირებული ვარ. მუდამ გვემახსოვრები და მოგვენატრები.''

დუაიტ რიჩის გარდაცვალება მისი ქომაგებისთვის ძალიან სამწუხარო ამბავია. მისმა გულშემატკივრებმა მისი მცირეწლოვანი შვილისთვის სოციალური ქსელის საშუალებით თანხის შეგროვება დაიწყეს.

მიმდინარე წელს მოკრივეთა გარდაცვალების ფაქტი მეხუთედ დაფიქსირდა. ივლისში არგენტინელი უგო სანტილიანი და რუსი მაქსიმ დადაშევი გარდაიცვალნენ, შემდე ბულგარელი ბორის ველიშკოვი, გასულ თვეში კი ამერიკელი პატრიკ დეი.

ცხელი ამბები