სხულუხია და გაფრინდაშვილი U23 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ!
Aa
Aa

სხულუხია და გაფრინდაშვილი U23 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ!

უნგრეთში მიმდინარე 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველებმა გამოსვლა წარმატებით დაიწყეს და პირველი დღის შემდეგ ორი ფინალისტი გვყავს - მირზა სხულუხია და ტარიელ გაფრინდაშვილი.

სხულუხია 70 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს და 1/4 ფინალსა და 1/2 ფინალში რთული ბრძოლები გადაიტანა. ორივე შეხვედრაში იგი მარცხდებოდა, თუმცა მეორე პერიოდის ბოლოდან მოყოლებული უპირატესობა მოიპოვა და ფინალში გავიდა, სადაც რუს ჩერმან ვალიევს დაუპირისპირდება.

79 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის ტარიელ გაფრინდაშვილი, რომელმაც ნახევარფინალური ორთაბრძოლა თურქ რამაზან სარის 10:6 მოუგო და სატიტულო მატჩში აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვს შეხვდება.

ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება და მასში, სხულუხიასა და გაფრინდაშვილის გარდა, ედემი ბოლქვაძე (65 კგ.) და გივი მაჭარაშვილიც (97 კგ.) მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

ცხელი ამბები