ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა
Aa
Aa

ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა

მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, ქართველი სპორტსმენი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი სპორტსმენი იაპონელ კანაკო ჰაკამატას დაუპირისპირდება.

ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 შეხვედრა გამართა და ოთხივე იპონით გაიმარჯვა.

ახალგარზდა ძიუდოისტმა უნგრელი ანდრეა კარმანი , სლოვენიელი კაია კაიზერი , ჰოლანდიელი შანონ ვან დე მეებერგი და სამხრეთ კორეელი მიმი ჰიჰუ დაამარცხა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19.00 საათზე განახლდება.

ცხელი ამბები