ბითაძე ტრავმირებულია:''ინდიანაში'' ქართველის დებიუტი გადაიდო
''ინდიანა პეისერსის'' ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ''საკრამენტო კინგსთან'' ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს. უნიჭიერესი 20 წლის ქართველი ცენტრის დებიუტი ''საკრამენტოსთან'' იყო მოსალოდნელი, თუმცა მარჯვენა ფეხის კოჭი გაეჭიმა და მისი დებიუტი გადაიდო.
''ინდიანა'' ''საკრამენტოსთან'' ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. პირველი მატჩი 4 ოქტომბერს შედგება, მეორე კი - 5 ოქტომბერს. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ ''ინდიანა'' აშშ-ში დაბრუნდება.
Injury report for tomorrow’s preseason tipoff against the Kings:
— Indiana Pacers (@Pacers) October 3, 2019
Goga Bitadze: Out (sprained right ankle)
Victor Oladipo: Out (knee surgery rehab)
TJ Leaf: Questionable (right quad strain)
C.J. Wilcox: Questionable (right quad strain)#NBAIndiaGames
შეგახსენებთ, საგარეჯოში დაბადებული სპორტსმენი თბილისის ''ვითაში,'' სერბულ ''მეგა ბასკეტში,'' ''სმედეროვოსა'' და მონტენეგროს ''ბუდუჩნოსტში'' ასპარეზობის შემდეგ გასული ზაფხულიდან მოყოლებული კარიერას ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აგრძელებს.