ირლანდიამ, იტალიამ და ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
Aa
Aa

ირლანდიამ, იტალიამ და ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

რაგბიში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ირლანდიის ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. A ჯგუფის პირველ ტურში ირლანდიამ შოტლანდია 27:3 გაანადგურა.

გამარჯვებულთა მხრიდან ლელო ჯონ რაიანმა, კაპიტანმა რორი ბესტმა, ტადგ ფურლონგმა და ენდრიუ კონვეიმ დადეს. რაც შეეხება დამარცხებულ გუნდს, შოტლანდიელთაგან გრეიგ ლეიდლომ ჯარიმა ზუსტად შეასრულა.

A ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ იაპონია და ირლანდია 5-5 ქულით ლიდერები არიან, რუსეთისა და შოტლანდიის ანგარიშზე 0 ქულაა, ხოლო სამოას ჯერ პირველი მატჩი არ ჩაუტარებია.

B ჯგუფში იტალიამ ნამიბია 47:22 დაამარცხა. იტალიელთაგან ლელო ტომაზო ალანმა, ტიტო ტებალდიმ, ედოარდო პადოვანიმ, კარლო კანამ, ჯეიკ პოლედრიმ და მატეო მინოციმ დადეს.

B ჯგუფში იტალია 5 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას ახალი ზელანდია 4 ქულით იკავებს, ხოლო სამხრეთ აფრიკამ და ნამიბიამ პირველი მატჩები დათმეს. ამ ჯგუფში კანადას პირველი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

C ჯგუფში კი ინგლისმა ტონგას გადაუარა. ბრიტანელებმა მეტოქე ორივე ტაიმში დაჯაბნეს - 18:3 და 17:0.

ცხელი ამბები