Aa
Aa

იპონი 12 წამით ადრე! სულამანიძის ოქროს მედალი ევროპირველობაზე!

ძიუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

სულამანიძემ ფინალში უკრაინელი მოწინააღმდეგე 12 წამით ადრე იპონით დაამარცხა.

სულამანიძემ მეოთხედფინალში ლატვიელი გერკენსი დაამარცხა და ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი ტურნირის პირველ ნომრად განთესილ უნგრელ ვეგთან  ვაზარით აგებდა, თუმცა იპონი შეასრულა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა. -90 კგ. წონით კატეგორიაში მიხეილ ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მან გადამწყვეტ შეხვედრაში მანსურ ლორსანოვს ვაზარით სძლია.

ცხელი ამბები