ტაისონმა მეივეზერი დამარხა!
Aa
Aa

ტაისონმა მეივეზერი დამარხა! "ის ბოდავს, ფლოიდი პატარა მშიშარა კაცია"

ლეგენდარულმა და დღემდე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის ისტორიაში ყველაზე დიადი მოკრივეა და თვით მუჰამედ ალიზე დიდიც არის.

ფლოიდის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას პრესა, გულშემატკივრებთან და პროფესიონალებთან ერთად აქტიურად განიხილავდა.

მეივეზერის თავხედურ კომენტარს „რკინის მაიკმა“ უპასუხა. ტაისონმა ფლოიდი მიწასთან გაასწორა!

„მეივეზერი ბოდავს. ის ამბობს, რომ ისტორიაში ყველაზე მეტჯერ დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი და რასაც მან მიაღწია ეს სხვას არ გაუკეთბია.

ის ალიზე დიდია? იგი ალის სიდიადესთან ოდნავადაც ახლოს მაინც რომ იყოს, მაშინ საკუთარ შვილებს სკოლაში თავად ატარებდა.

დიდებული მებრძოლი თავს არ იცავს და ხალხისგან არ იმალება. დიდებული მაშინ ხარ, როდესაც ხალხს უყვარხარ და გაღიარებს.

ის პატარა მშიშარა კაცია, მეივეზერი პატარა და შეშინებულია“.

ფლოიდ მეივეზერი ხმამაღალი და ბევრისთვის გამაღიზიანებელი კომენტარებით გამოირჩევა. მაგალითად, ბოლო თვეებში მან მენი პაკიაოს მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.

"ირონიულად ვუყურებ იმ ფაქტს, რომ როდესაც მენი პაკიაოს სახელი მედიაში ჩნდება, იქვე გვხვდება ჩემი სახელიც. ამ ადამიანმა მთელი მისი კარიერა და ცხოვრება ჩემს სახელზე აიწყო. დროა მან ჩემი ბრენდის საკუთარი პროგრესისთვის გამოყენება შეწყვიტოს.

წლებია მესმის, რომ თითქოს მე მასთან ბრძოლის მეშინია. ეს სასაცილოა, რადგან როდესაც ერთმანეთს შევხვდით მას მარტივად გავუსწორდი.

ამის შემდეგ ის ხალხი ვინც ჩემს წინააღმდეგ საუბრობდა იძულებული გახდა, რომ მოეკეტა.

ეგრეთწოდებული ექსპერტები და ასევე კრიტიკოსები ცდილობენ, რომ მე მენის მატჩრევაშნის შანსი მივცე.

იმასაც ვფიქრობ, რომ როდესაც როკი მარჩიანოს რეკორდი დავამხე ძალიან იმედგაცრუებულები იყავით. ვერ იტანთ იმ ფაქტს, რომ შავი ბიჭი საუკეთესოა და დღემდე დაუმარცხებლად რჩება. გეტყვით, რომ ბოლოს ყოველთვის მე გავიცინებ".

ცხელი ამბები