მსოფლიო ჩემპიონატი - ლუის სკოლას ბენეფისი! არგენტინა ფინალშია!
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებს არგენტინა დაუპირისპირდება. ლუის სკოლამ და კომპანიამ მორიგი სენსაცია გამოაცხვეს და ამჯერად საფრანგეთს სძლიეს.
All of Argentina tonight! ????@manuginobili at the #FIBAWC Semi-Final between @cabboficial ???????? and @FRABasketball ????????!#WorldGotGame pic.twitter.com/L8ThLIoj7H
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 13, 2019
„ალბისელესტე“ მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა, ყველა მეოთხედი მოიგო და საბოლოოდ 80-66 იმარჯვა.
.@LScola4 is SIMPLY A LEGEND ????????. #FIBAWC #ARGFRA @cabboficial
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 13, 2019
???? https://t.co/U6RPjx3FuZ pic.twitter.com/1OHYm8JOjf
არგენტინის ნაკრების წარმატების მთავარი შემოქმედი ზემოთ ხსენებული ლუის სკოლა გახლდათ. 39 წლის კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო და აქტივში 28 ქულა, 13 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. სკოლას გარდა 12 ქულით ფაკუნდო კამპაცო გამოირჩა, ხოლო გაბრიელ დეკმა გუნდს 13 ქულა შესძინა.
THAT. PASS ???????? #FIBAWC #ARGFRA@LucaVildoza @facucampazzo @cabboficial ????????
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 13, 2019
???? https://t.co/U6RPjx3FuZ pic.twitter.com/9VIDB4fu68
საფრანგეთის ლიდერმა ევან ფურნიემ 16 ქულა გაიფორმა, თუმცა ამ უკნასკნელმა 17-დან მხოლოდ 6 ბურთი მოათავსა კალათში. ფრანკ ნტილიკინამ ასევე 16 ქულა დააგროვა. ნანდო დე კოლო 11 ქულას დასჯერდა. რუდი გობერმა კი მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო.
???????? Touch Dime by @NandoDeColo, @ThiasLsf loves dunking more than I love the fact that I am watching this game live. @FRABasketball need more of that!#FIBAWC #ARGFRA
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 13, 2019
???? https://t.co/U6RPjx3FuZ pic.twitter.com/iHduQoZzK3
ამრიგად არგენტინის ნაკრები ფინალში გავიდა და ოქროს მედლებისთვის ესპანეთს შეერკინება.