მსოფლიო ჩემპიონატი - საინტერესო ჯახების მოლოდინში
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულდა. ხვალიდან გუნდები მეორე ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ და გაცილებით საინტერესო მატჩებს ვიხილავთ.
The first round is now over ✅! Which team performed the best today? ????#FIBAWC #WorldGotGame
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 5, 2019
???? https://t.co/6BBBf67dk5
???? https://t.co/OQSvqeb8FA pic.twitter.com/V4k7s7uPsr
დღეს კი ცენტრალური შეხვედრა უდავოდ ლიეტუვასა და ავსტრალიის ჯახი გახლდათ. ევროპელები ფავორიტად მოიაზრებოდნენ, თუმცა "ბუმერსმა" ჩინებული მატჩი ჩაატარა და 87-82 გაიმარჯვა.
ავსტრალიამ საწყის ოცწუთეულში უკეთესი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და დიდ შესვენებაზე 11 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა. მეორე ნახევარში ლიეტუვა უკეთ გამოიყურებოდა. ევროპელებმა მეოთხე მეოთხედში სამი ქულით წინ გასვლაც მოახერხეს, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. მატჩის დასკვნითი ნაწილი ავსტრალიამ მაღალ დონეზე ჩაატარა და დამსახურებულად იმარჯვა.
"ბუმერსის" წარმატებაში უდიდესი წვლილი პატი მილსმა და არონ ბეინსმა შეიტანეს. მილსმა 23 ქულა გაიფორმა, ხოლო ბეინსის ანგარიშზე 21 ქულა და 13 მოხსნაა.
ლიეტუველთა მხრიდან საუკეთესო 19 ქულით მარიუს გრიგონისი იყო. დომანტას საბონისმა აქტივში 12 ქულა ჩაიწერა. ლუკას ლეკევიჩიუსმა კი მატჩი 15 ქულით დაასრულა. ბალტიისპირელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, იონას ვალანჩუნასმა არც თუ ისე კარგად იასპარეზა და მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულას დასჯერდა.
ავსტრალიის მსგავსად მეორე ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთის ნაკრებსაც ვიხილავთ, რომელმაც ახალ ზელანდიას დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ბერძენთა წარმატებაში ლომის წვლილი იანის ანტეტოკოუნმპომ დაიდო. "გრიკ ფრიკმა" 24 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
დღის მთავარი სენსაცია ჩეხეთმა გამოაცხო, რომელმაც თურქეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს სძლია და ერსან ილიასოვასა და კომპანიას მეორე რაუნდის საგზურის დასაკუთრების საშუალება არ მისცა.
დაბოლოს, ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, აშშ-მ უმარტივესი მოგება დაისაკუთრა და იაპონიის სუსტი ნაკრები 98-45 დაამარცხა.
სხვა მატჩების შედეგები
კანადა - სენეგალი 82 - 60
ბრაზილია - მონტენეგრი 84 - 73
გერმანია - იორდანია 96 - 62
დომინიკის რესპუბლიკა - საფრანგეთი 56 - 90