გურამ თუშიშვილი შესაძლოა დასაჯონ
Aa
Aa

გურამ თუშიშვილი შესაძლოა დასაჯონ

იაპონიაში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი შესაძლოა დასაჯონ.

მძიმე წონაში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ტოკიოში უმედლოდ დარჩა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თუშიშვილი ჰოლანდიელ როი მეირს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.

შეხვედრის მიმდინარეობის დროს ჰოლანდიელის ცრუ ილითებმა  თუშიშვილი წყობიდან გამოიყვანა.  

ცოტა ხნის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, მარიუს ვიზერმა სოციალურ ქსელ Twitter-ში მომხმარებელთა შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი შეკითხვა თუშიშვილი-მეიერის დაპირისპირებას  ეხებოდა.

შეკითხვა იაპონური სახელით @HarutoHaruto789 დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა დასვა.

@HarutoHaruto789ჩვენ ყველამ ვნახეთ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონმა თუშიშვილმა მეიერთან შეხვედრის დროს მეტოქეს შეურაწყოფა მიაყენა.  ამისათვის შესაბამისი სასჯელი არსებობს. როგორი იქნება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პასუხი? ამ ფაქტის დამალვას აპირებთ თუ საკითს შეისწავლით?”

მარიუს ვიზერი : “საქმეში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისიას ჩავრთავთ და ძიუდოს ქარტიის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ.

 

ნათელია, რომ ქვემოთ ნაჩვენებ ვიდეოში თუშიშვილის მხრიდან არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა...

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, აღნიშნული ინციდენტის გამო  ეთიკის კომისიის ჩართვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ  ამ მომენტისთვის სოციალურ ქსელ Twitter-ში მომხმარებელის @HarutoHaruto789-ს  გვერდი აღარ იძებნება.  დიდი ალბათობით საქმე უბრალო პროვოკაციასთან გვაქვს.

 

 

ცხელი ამბები