Aa
Aa

"ტიტული შევინარჩუნე" - ზაზა ნადირაძე RED BULL VIZISPRINT 2019-ის გამარჯვებულია

ICF-ის კანოეს სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ, ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია და სეზონი მაჟორულ ნოტაზე დახურა.

წლის ბოლო შეჯიბრი RED BULL VIZISPRINT-ი ზაზა ნადირაძის გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ტიტული დაიცვა. ხსენებულ ტურნირის გასული წლის გამარჯვებულიც ნადირაძე გახლავთ.

ზაზა ნადირაძემ ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:

ზაზა ნადირაძის გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

 

ცხელი ამბები