Aa
Aa

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია! ქართველის ტრიუმფი იაპონიაში!

იაპონიაში, კერძოდ კი ოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

პირველივე საჭიდაო დღე ქართული ჰიმნით დაიხურება! ლუხუმ ჩხვიმიანმა 7 ბრძოლის მოგება მოახერხა, ფინალში კი უზბეკი მეტოქე ტაქტიკურად დაჯაბნა და თავის სტილში, კონტრშეტევაზე დააიპონა.

ჩხვიმიანი ძიუდოისტთა შორის მე-8 ქართველი მსოფლიო ჩემპიონია!

ჩხვიმიანმა ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ ნაგაიამას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა. ძირითად დროში გამარჯვება ვერცერთმა ძიუდოისტმა ვერ შეძლო. დამატებით დროში ქართველმა დრამატულ ბრძოლაში იპონით იმარჯვა.

 

ნაგაიამასთან ჩხვიმიანს დღემდე 2 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ორივეში მარცხი ჰქონდა ნაწვნევი, თუმცა ამჯერად გამარჯვება ქართველს დარჩა.

ჩხვიმიანმა მეოთხედფინალში ტაიპეელი იანგი კონტრილეთზე გამოიჭირა და ულამაზესი ვაზარი შეუსრულა.

ქართველის მეტოქე მე/16-ფინალში ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე იყო, რომელიც დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.

მერვედფინალში ჩხვიმიანმა უკრაინელ არტიომ ლესიუკს ბრწყინვალე იპონით მოუგო.

ცხელი ამბები