მსოფლიო ჩემპიონატი: პაპინაშვილი ტურნირს დაემშვიდობა, ჩხვიმიანი მეოთხედინალშია!
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: პაპინაშვილი ტურნირს დაემშვიდობა, ჩხვიმიანი მეოთხედინალშია!

იაპონიაში, კერძოდ კი ოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დღის შეხვედრები მიმდინარეობს. ქართველთაგან ტატამზე ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ვიხილეთ.

ორივე მათგანმა 1/8-ფინალში გააღწია. პაპინაშვილმა ბრძოლა ყაზახ გუსმან ყიზირბაევთან ვაზარით დათმო და ასპარეზობა დაასრულა. აღსანიშნავია, რომ მსაჯის გადაწყვეტილებები უდაოდ საკამათო იყო.

რაც შეეხება ლუხუმ ჩხვიმიანს, ქართველის მეტოქე ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე იყო, რომელიც დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.

მეორვედფინალში ჩხვიმიანმა უკრაინელ არტიომ ლესიუკს ბრწყინვალე იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გააღწია!

ცხელი ამბები