Aa
Aa

სასწაული ფინალი! ზაალიშვილმა წაგებული ბრძოლა მოაბრუნა და ზღაპრული იპონი შეასრულა!

ზაგრების გრან პრი გელა ზაალიშვილმა ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა და საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა. ფინალურ შეხვედრაში გელა ზაალიშვილის მეტოქე ოლიმპიური და მსოფლიოს პრიზიორი ჰისაოში ჰარავსა იყო, რომელიც ქართველმა ფალავნმა ოქროს დროში დაამარცხა. ზაალიშვილმა გადამწყვეტ მომენტში ბრწყინვალე გდება შეასრულა.

დღეს საქართველოს ზაალიშვილის გარდა ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ცხელი ამბები