იპონი და დამარცხებული რუსი! თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია!
Aa
Aa

იპონი და დამარცხებული რუსი! თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია!

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე გურამ თუშიშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

+ 100 კილოს ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ინალ ტასოევი დაამარცხა და საქართვეოს დელეგაციას 19-ე მედალი მოუპოვა.

თუშიშვილმა მინსკში ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა.

პირველ წრეში ქართველმა ძიუდოისტმა რუმინელი ვლადუ სიმიონესკუ  დაამარცხა , მეოთხედფინალში პოლონელ მაციე სარნაცკის 11 წამში მოუგო , ხოლო ნახევარფინალში ჰენკ გროლს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის საქართველოს ოლიმპიური გუნდის ანგარიშზე 19 მედალია, რომელთაგან 6 ოქრო, 4 ვერცხლია და 9 ბრინჯაოა.

ევროპული თამაშები მინსკში 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

ცხელი ამბები