ტონი პარკერმა კარიერა დაასრულა
ლეგენდარული ფრანგი გამთამაშებელი, ტონი პარკერი დიდი კალათბურთიდან წავიდა. 37 წლის მოთამაშემ მიღებული გადაწყვეტილება მარკ სპირსთან საუბრისას გაასაჯაროვა: "კარიერის დასრულებას ვაპირებ. გადავწყვიტე, რომ კალათბურთის თამაში აღარ მინდა". - განაცხადა ტონიმ.
Merci Tony pour tous ces moments de bonheur partagés!#MerciTP pic.twitter.com/JYK8bgf9Gn
— San Antonio Spurs (@spurs) June 10, 2019
პარკერმა სახელი "სან ანტონიოში" გაითქვა. ტონიმ "სპურსის" რიგებში 17 წელი გაატარა და ტეხასური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ფრანგმა მანუ ჯინობილისთან და ტიმ დანკანთან ლეგენდარული ტრიო შექმნა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა 4-ჯერ დაისაკუთრა.
პარკერმა ყველა ვარსკლავის მატჩზე მონაწილეობა 6-ჯერ მიიღო და 2007 წელს ფინალების საუკეთესო მოთამაშე გახდა. 2018-19 წლების სეზონი მან "შარლოტ ჰორნეთსის" რიგებში გაატარა და საშუალოდ 9.5 ქულას აგროვებდა.
"სან ანტონიომ" პარკერი 2001 წლის დრაფტზე 28-ე ნომრად აირჩია. ტონიმ რეგულარულ სეზონში 1151 შეხვედრა ჩაატარა, პლეიოფში კი საკუთარი გუნდის მაისური 226-ჯერ მოირგო.