ტოჩინოშინი:
Aa
Aa

ტოჩინოშინი: "იყო შეცდომები, რომელიც არ უნდა დაეშვათ" - მსაჯის შეცდომა, იოკოძუნობა და სხვა

ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ "იმედის დილასთან" ინტერვიუში განვლილ ბაშოზე ისაუბრა.

ტოჩინოშინი მსაჯების მიერ დაშვებულ შეცდომასაც შეეხო და თავისი პოზიცია დააფიქსირა.

როგორც მოგეხსენებათ "ნაცუ ბაშოზე" ლევანს ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მსაჯების საეჭვო ქმედების შემდეგ მან მხოლოდ ოძეკის წოდების დაბრუნება შეძლო.

"იყო შეცდომები, რომელიც არ უნდა დაეშვათ. არ ვიცი ეს წინასწარ იყო გათვლილი თუ როგორ. მე ბრძოლა არ დამითმია, ეს მსაჯების გადაწყვეტილებით მოხდა და გულდასაწყვეტი იყო. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება.

უკვე ამას არაფერი ეშველება. რაც იყო იყო. ასანოიამას მივულოცე გამარჯვება.

30 წელს გადავცდი და იოკოძუნას სტატუსის მიღება ადვილი არ იქნება, თუმცა ჯერჯერობით კვლავ ვჭიდაობ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

ლევან გორგაძემ მის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა და ქართველ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ სრული ინტერვიუ

 

ცხელი ამბები