ბითაძესა და მის თანაგუნდელებს ბელრადში თავს დაესხნენ
ადრიატიკის ლიგის სუპერფინალის გადამწყვეტი, მე-5 მატჩის წინ, ბელგრადელმა გულშემატკივრებმა "ბუდუჩნოსტის" კალათბურთელებზე ფიზიკურად იძალადეს და "ცრვენა ზვეზდა"-"ბუდუჩნოსტის" თამაში ჩაშლის პირას იყო.
სერბი ფანები პარკეტზე შევარდნენ და სტუმართა რამდენიმე კალათბურთელს სცემეს, ყველაზე მეტად კი ნემანია გორდიჩი, ირლ კლარკი და ნორის კოული დაზარალდნენ. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მას დაზიანება არ მიუღია.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა "ბუდუჩნოსტის" მოთამაშეები წინასამატჩოდ ხურდებოდნენ, პარკეტზე 50-მდე ადამიანი შევარდა, ტრიბუნებიდან კი სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო.
IGRAČI BUDUĆNOSTI NAPUSTILI PARKET! HAOS U PIONIRU (KURIR TV) https://t.co/IDaRY5soCG
— Irakli Popkhadze (@Popkha_17) April 22, 2019
საბედნიეროდ, მონტენეგროელებმა გასახდელში გაასწრეს, რის შემდეგაც საქმეში სპეცრაზმი ჩაერია და სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, უშუალოდ მატჩი კი დაახლოებით 1-საათიანი დაგვიანებით დაიწყო და მასში სტუმართა მოთამაშეები სრულად დემორალიზებულნი იყვნენ, შედეგად, "ცრვენა ზვეზდამ" 97:54 მოიგო, ტურნირის ჩემპიონი გახდა და ევროლიგის საგზური მიიღო.