Aa
Aa

კროუფორდმა ხანი დაამარცხა და ტიტული დაიცვა! ამერიკელმა აკრძალული დარტყმა გამოიყენა

WBO-ს ვერსიით ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ტერენს კროუფორდმა ამირ ხანი დაამარცხა და ტიტულის შენარჩუნება შეძლო.

34 წლის ამერიკელმა მოკრივემ ნიუ იორკში გამართული ბრძოლა მე-6 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

უნდა აღინიშნოს, რომ კროუფორდმა ხანს დარტყმა წელს ქვემოთ მიაყენა, რის შემდეგაც ბრიტანელი მოკრივის მწვრთნელმა ბრძოლა შეაჩერა.

ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვება კროუფორდს დარჩა და ეს უკვე ფაქტია. თავად ტერენსი თვლის, რომ ხანის მწვრთნელმა თავისი მოკრივე ნოკაუტისგან იხსნა და ბრძოლის შეჩერების მიზეზიც სწორედ ეს იყო.

დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია...

აქვე გეტყვით, რომ კროუფორდის ანგარიშზე უკვე 35 გამარჯვებაა. რაც შეეხება ხანს, მის ანგარიშზე 33 მოგება და 5 მარცხია.

ცხელი ამბები