Aa
Aa

ირაკლი ჩხეიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბათუმში მიმიდნარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მედლების რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცის ბრინჯაოს მედალი ირაკლი ჩხეიძემ აიღო.

ჩხეიძემ პირველ ატაცში 170 კილო დაძლია და კონტინეტის პრიზიორი გახდა.

 მეორე დისციპლინაში ჩხეიძემ პირველი ცდა 202 კილოგრამით დაიწყო და წონა ვერ დაიმორჩილა, ამაზე უფრო ცუდი კი ის იყო, რომ მან მუხლის ტრავმაც გაიმიზეზა. მეორე ცდაზე მიუხედავად ფეხის ტკივილისა ირაკლი 203 კილოგრამს შეეჭიდა, სიმძიმე აწია მაგრამ საყრდენი ფეხის ტკივილის გამო დაფიქსირება ვეღარ შეძლო და ფიცარნაგი კოჭლობით დატოვა.

 საბოლოოდ ჩხეიძემ ეს წონა მესამე მისვლით დააფიქსირა და 372 კილოგრამით ორჭიდი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ , რომ დღეს 17:30 საათზე ტურნირის კულმინაცია დაიწყება და მამაკაცთა მძიმე წონით კატეგორიაში მედლებსა და რეკორდებს ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე შეუტევენ.

ირაკლი ჩხეიძე

გიორგი ასანიძე - ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 

 

ცხელი ამბები