დილიან უაითი:
Aa
Aa

დილიან უაითი: "ფიურის უნდა რცხვენოდეს"

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ტაისონ ფიური 16 ივნისს, ლას-ვეგასში, ტომ შვარცს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელს კარიერის მანძილზე 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და რინგი წაგებულს არცერთხელ დაუტოვებია.

შვარცი ძლიერი მებრძოლია, მაგრამ ფიურის დონემდე ბევრი უკლია. ამის გამო ტაისონი კრივის გულშემატკივრებისა და ექსპერტების კრიტიკის ობიექტი გახდა. 

ფიურის მომდევნო ოპონენტის შესახებ დილიან უაითმაც ისაუბრა. 30 წლის მებრძოლმა ტაისონი მიწასთან გაასწორა და განაცხადა: „ეს ყველაფერი სრული აბსურდია! ფიურის უნდა რცხვენოდეს“.

„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ და ტომ შვარცს ეჩხუბები? მსოფლიო ჩემპიონ დეონტეი უაილდერს დაუპირისპირდი და ახლა ტომ შვარცს ეჩხუბები“?

„შვარცზე ძლიერი მოკრივეები მრავლად არიან! რატომ გადაწყვიტე ტომთან ჩხუბი“?

„ადრე ამბობდი, რომ ნებისმიერის დასამარცხებლად მზად იყავი, ახლა კი ტომ შვარცს ეჩხუბები! რატომ“?!

„გასაგებია უაილდერთან რთული ჯახი გქონდა და ახლა იოლი ორთაბრძოლის გამართვა გსურს, მაგრამ ტომ შვარცი?! სასაცილოა! მას არაფერი შეუძლია და წინააღმდეგობასაც ვერ გაგიწევს“.

ცხელი ამბები