უაილდერის უარი და იმედგაცრუებული გულშემატკივრები
Aa
Aa

უაილდერის უარი და იმედგაცრუებული გულშემატკივრები

რამდენიმე დღის წინ უცხოურ პრესაში დეონტეი უაილდერსა და DAZN-ის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ აქტიურად იწერებოდა. ბრიტანული გამოცემების ცნობით DAZN ამერიკელ მოკრივეს სამი ორთაბრძოლის სანაცვლოდ 100 მილიონ დოლარს სთავაზობდა.

WBC-ის ეგიდით მსოფლიო ჩემპიონს დომინიკ ბრაზილის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა და შემდეგ რინგზე ენტონი ჯოშუას პირისპირ გასულიყო. უცხოელი ჟურნალისტები იმასაც იუწყებოდნენ, რომ დეონტეი თანხმობას განაცხადებდა, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით განვითარდა.

უაილდერმა გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა და შეთავაზებაზე უარი თქვა. დეონტეიმ საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა კიდეც და განაცხადა: „ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მიკარნახოს ჩემი კარიერა როგორ წავმართო. ისინი მეუბნებიან ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო, ეს გააკეთე, ის გააკეთე. მე მათი სიტყვებისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია და გამონაკლისს არ დავუშვებ“.

„ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ თავისუფალი აგენტი ვარ და ისე ვიქცევი, როგორც მე მინდა. ვნახოთ მომავალში რა მოხდება, მაგრამ არ ნამდვილად ვაპირებ ვიღაცის დაქვემდებარებაში ვიყო“.

უაილდერის მომდევნო მეტოქის შესახებ ყველაფერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. თითქმის გადაწყვეტილია, რომ დეონტეი WBC-ის საჩემპიონო ქამარს დომინიკ ბრაზილის წინააღმდეგ დაიცავს.

ცხელი ამბები