Aa
Aa

მე-4 მარცხი! - ტოჩინოშინი გოეიდოს ვერ გაუმკლავდა!

ლევან გორგაძე "ჰარუ ბაშოზე" კონკრეტული მიზნითაა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად იბრძვის. ქართველს გათამაშების საწყისი 9 დღის შემდეგ, 6 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა, მისი დღევანდელი მეტოქე კი გოეიდო გახლდათ.

გოეიდოც ასევე ოძეკია და მიმდინარე ბაშოზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს, მას ბალანსი 7:2-ზე ჰქონდა, უშუალოდ ტოჩინოშინს კი ურთიერთშეხვედრებში 16:10-ს ამარცხებდა.

დღევანდელი ორთაბრძოლაც გოეიდოს უპირატესობით დაიწყო და მან ლევანს საკმაოდ იოლად აჯობა. იაპონელმა უვატეჰინერის ილეთით იმარჯვა, რის გამოც ტოჩინოშინის ბალანსი 6:4-ზე გახდა და დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 2-ის მოგება სჭირდება.

ქართველი რიკიში ბაშოს მე-11 დღეს, კიდევ ერთ ოძეკის - ტაკაიასუს დაუპირისპირდება, რომელიც "ტოჩის" ურთიერთშეხვედრებში 10:8-ს უგებს. ტაკაიასუ მიმდინარე ბაშოზე საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა დღეს რიგით მე-2 მარცხი იწვნია, იგი იჩინოჯოსთან დამარცხდა.

ცხელი ამბები