ტაისონ ფიურის ბანაკმა ყველაფერი უარყო
Aa
Aa

ტაისონ ფიურის ბანაკმა ყველაფერი უარყო

რამდენიმე დღის წინ ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა, ედი ჰირნმა განაცხადა, რომ ტაისონ ფიურის წინადადებით მიმართა და სამომავლო ორთაბრძოლის შედეგად მიღებული შემოსავლის 60-40-ზე გაყოფა შესთავაზა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანულ გამოცემებთან საუბრისას ფიურის წარმომადგენელი, ფრენკ უორენი, გამოეხმაურა.

ამ უკანასკნელმა გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა: „დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჯოშუას ბანაკისგან ასეთი წინადადება არ მიგვიღია. მათ რაღაც უაზრო წერილი გამოგვიგზავნეს, სადაც 40 პროცენტი კი არა გაცილებით ნაკლები შემოგვთავაზეს. ჩვენი პასუხი მარტივია! დათანხმდნენ თანაბარ გაყოფას და ორთაბრძოლის ჩატარებაზე დასტურს მიიღებენ“.

აღსანიშნავია, რომ ფიური უაილდერთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამერიკელ მოკრივესთან მატჩრევანშის გამართვა სურს. რაც შეეხება ჯოშუას, იგი რინგზე 13 აპრილს ბრუნდება, მისი მეტოქის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.

ცხელი ამბები