საქართველო-ისრაელის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას განაგრძობს.
ჩვენი ქვეყნის ნაკრები საშიანო მატჩს 3 დეკემბერს,თბილისის სპორტის სასახლეში, ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველო – ისრაელის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო და გულშემატკივარს მისი შეძენა ონლაინ TKT.GE–ზე შეუძლია.
მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.