Aa
Aa

ტოჩინოშინის მეხუთე გამარჯვება!

„კიუშუ ბაშოს“ რიგით მეათე დღე ლევან გორგაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა სეკიტორმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სეკივაკეს წოდების მქონე იჩინოჯო, დაამარცხა.

ორთაბრძოლა ტოჩინოშინის სრული უპირატესობით წარიმართა. ლევანმა მავაშის აღება მოახერხა და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია. გორგაძემ მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია.

ხვალ ქართველი სეკიტორი აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირას, ჩიიოტარიუს, შეერკინება. ამ უკანასკნელთან ლევანს 7 ორთაბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 5 ლევანის სასარგებლოდ დასრულდა.

იაპონელი სუმოისტი დღეს ტაკაიასუსთან დამარცხდა და ტოჩინოშინთან დაპირისპირებას 5 მოგებითა და ამდენივე წაგებით ხვდება.

ცხელი ამბები