Aa
Aa

მიჯრით მესამე! ტოჩინოშინის მავაში და გამარჯვება ჩვეულ სტილში

ლევან გორგაძე „კიუშუ ბაშოზე“ წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. დღეს მისი მეტოქე კომუსუბის წოდების მქონე კაისეი გახლდათ.

ბრაზილიელი სუმოისტი ფორმაში არ იმყოფება. რიგ მიზეზთა გამო მან ტურნირის საწყისი ორი ბრძოლა გამოტოვა და მესამე დღეს ტაკაიასუსთან დამარცხდა.

დაპირისპირება ლევანის სრული უპირატესობით წარიმართა. გორგაძემ მავაშში ჩავლების აღება მოახერხა და მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია.

„კიუშუ ბაშოს“ რიგით მეხუთე დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის პირველ მაეგაშირას ჰოკუტოფუჯის შეერკინება. ამ უკანასკნელმა დღეს სეკივაკეს წოდების მქონე იჩინოჯო დაამარცხა და ლევანთან დაპირისპირებას 2 მოგებითა და 2 წაგებით ხვდება.

გორგაძეს იაპონელ სეკიტორთან 2 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და ორივე ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა.

ცხელი ამბები