Aa
Aa

ზედიზედ მეორე! ტოჩინოშინის დამაჯერებელი გამარჯვება!

დღეს, ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ „კიუშუ ბაშოზე“ რიგით მესამე ორთაბრძოლა გამართა. ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა, მიოგირიუ, გახლდათ. ამ უკანასკნელმა ტურნირის მეორე დღეს იოკოძუნა კისენოსატო დაამარცხა და ადვილი მეტოქე ნამდვილად არ ყოფილა.

ტოჩინოშინმა თავისი საბრძოლო არსენალი გამოიყენა. ქართველ ოძეკს თავისი საყვარელი მავაშის აღება არც უცდია.

ორთაბრძოლა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ლევანმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მეტოქეს ჰატაკიკომის ილეთით სძლია.

ხვალ ტოჩინოშინი კომუსუბის წოდების მქონე კაისეის დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა „კიუშუ ბაშოს“ საწყისი ორი დღე გამოტოვა. ბრაზილიელი სუმოისტი ტურნირში დღეს ჩაერთო და ტაკაიასუსთან დამარცხდა.

კაისეის გორგაძესთან უარყოფითი ბალანსი აქვს. ლევანმა მასთან 17 ორთაბრძოლა გამართა, საიდანაც გამარჯვება 10-ში მოიპოვა.

ცხელი ამბები