Aa
Aa

უაილდერი VS ფიური - მეორე პრესკონფერენცია, იგივე სცენარი

1 დეკემბერს „სთეიპლზ ცენტრში“ ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი მოკრივე დაუპირისპირდება. ლოს-ანჯელესში დეონტეი უაილდერი და ტაისონ ფიური WBC-ის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. დიდი ალბათობით მათ შორის გამარჯვებულს ენტონი ჟოშუასთან ჩხუბის შანსი მიეცემა.

ფიურიმ და უაილდერმა ამ კვირაში მეორე პრესკონფერენცია გამართეს და ყველაფერი ზუსტად ისეთი სცენარით წარიმართა, როგორც ლონდონში. მოკრივეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათ გასაშველებლად რამდენიმე ადამიანის დახმარება გახდა საჭირო.

უაილდერი: „როდესაც ორთაბრძოლის სანახავად მიდიხართ, გინდათ, რომ ნოკაუტი იხილოთ. 12 რაუნდის საყურებლად არავინ მოდის. ვიცი, რომ მოკრივეების შესაძლებლობების ხილვაც გაინტერესებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენი მთავარი სურვილი რინგზე დაგდებული სხეულის ნახვაა. გპირდებით რომ პირველ დეკემბერს ზუსტად ამ სანახაობას შემოგთავაზებთ“.

უაილდერი: „ორი თვე გაქვს! ჩემთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად ორი თვე დაგრჩა"!

ფიური: „ორი თვე არ მჭირდება! უკვე მზად ვარ“!

უაილდერი: „ძმაო, რაღაც ძალიან ანერვიულებული ჩანხარ! უნდა იყო კიდეც, რადგან საქმე ნამდვილ მკვლელთან გაქვს“.

ფიური: „ცხოვრების მანძილზე ბევრი მკვლელი მინახავს და შენ ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად არ ხარ“.

უაილდერი: „ახლა ყველაფერი რეალურია“!

ფიური: „მზად ვარ! მოდი ბრძოლა ამ უქმეებზე ჩავატაროთ“.

ცხელი ამბები