Aa
Aa

ახალგაზრდა ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო ჩთვლაში პირველი ადგილი დაიკავა, თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა.

სპორტსმენებს გულშემატიკვრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

სოფიაში გამართულ ტურნირზე პრიზიორები გახდნენ :


3 ოქრო - ლუკა მაისურაძე (-81კგ), ონისე სანელიძე (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ).

2 ვერცხლი - ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ).

4 ბრინჯაო - ჯაბა პაპინაშვილი (-60კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ), მარიამ ჭანტურია (-70კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ)

 

  

ცხელი ამბები