Aa
Aa

ზედიზედ მეორე მარცხი! - ტოჩინოშინმა საქმე გაირთულა!

შემოდგომის "აკი ბაშო"-ს მე-9 დღეს, ქართველ რიკიშის, ლევან გორგაძეს იოკოძუნა კისენოსატოსთან დაპირისპირება მოუწია. ტოჩინოშინის ბალანსი 5:3-ზე გახლდათ, კისენოსატოს კი 6 მოგება და 2 წაგება ჰქონდა.

დღევანდელ იოკოძუნებს შორის, კისენოსატომ ეს წოდება ყველაზე გვიან მიიღო, ეს 2017 წლის თებერვალში მოხდა. ურთიერთშეხვედრებში კისენოსატო 16:9-ს იგებდა.

დაპირისპირება თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და უპირატესობის მოპოვება ორივე რიკიშის უჭირდა. საბოლოოდ, კისენოსატომ მეტოქე მოიხელთა და იორიკირით დოჰიოდან გაიყვანა. 

შედეგად, ტოჩინოშინის ბალანსი 5:4-ზე გახდა და მას კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად კიდევ 3 მოგება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ თუკი გორგაძე დადებით ბალანსს ვერ აჩვენებს, ოძეკის წოდებას დაკარგავს.

"აკი ბაშო"-ს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი პირველ მაეგაშირა კაისეის შეხვდება. ტოჩინოშინს ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა აქვს და კაისეის 9:7-ზე ამარცხებს.

ცხელი ამბები