ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 10 მედალი მოიპოვეს
Aa
Aa

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 10 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთში, კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე 10 მედალი დაისაკუთრა.

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა  3 ოქროს, 5 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ტურნირზე გამარჯვებულები ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ზაურ კენჭაძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ) გახდნენ, ვერცხლი გიორგი ნიაზაშვილმა(66 კგ.) , მარიამ ჭანტურიამ (-70კგ), სოფიო სომხიშვილმა (+78კგ), ამირან წიქორიძემ (+100კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვეს.

ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე, 73 კილოგრამში ალეკო მამიაშვილი და ნატალია ყიფშიძე (48 კგ) გავიდნენ.

ცხელი ამბები